ინგლისში, სადაც საგანგებო წესების დარღვევისთვის ჯარიმა £60 ფუნტს (240 ლარი) შეადგენს, პოლიციამ აპრილში 9 000-მდე მოქალაქეს გამოუწერა ჯარიმა
1 აპრილიდან 27 აპრილამდე პოლიციამ ინგლისში საგანგებო წესების დარღვევისთვის 8 877 ადამიანი დააჯარიმა, ხოლო უელსში 299, იტყობინება BBC ეროვნული პოლიციის უფროსების საბჭოზე დაყრდნობით. დაახლოებით 400 საჯარიმო შეტყობინება განმეორებით დარღვევაზეა გამოცემული, ერთ-ერთ პირს კი წესების 6-ჯერ დარღვევისთვის გამოუწერეს ჯარიმები. პოლიცია კანონდამრღვევ მოქალაქეს პირველ ჯერზე 60 ფუნტი სტერლინგის ოდენობის (საქართველოს ეროვნული ბანკის 30 აპრილის გაცვლითი კურსით – […]