Wednesday, 24 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.04
0.06

კორონავირუსის გამო, საფრანგეთში დისტანციურად მუშაობა დაუშვეს

კორონავირუსის გამო, საფრანგეთში დისტანციურად მუშაობა დაშვებული იქნება. როგორც საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ვირუსის გავრცელება ფორსმაჟორულ სიტუაციად ითვლება. შესაბმისად, დამსაქმებლებს შეუძლიათ, თანამშრომლები დისტანციურად ამუშაონ. „პირის მიერ დაკავებული თანამდებობა თუ იძლევა საშუალებას, რომ მან დისტანციურად იმუშაოს, მაშინ უპირატესობა ამ გადაწყვეტილებას მიენიჭება. როგორც წესი, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანხმობით არის დაშვებული, თუმცა შრომის […]

admin29.02.2020

ახალი საიმიგრაციო სქემის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში დასაქმების მსურველი დაბალი კვალიფიკაციის პირები ვიზებს ვერ მიიღებენ

პოსტ–ბრექსიტის საიმიგრაციო გეგმის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში შესვლისა და დასაქმების მსურველი დაბალი კვალიფიკაციის მუშაკები ვიზებს ვერ მიიღებენ. როგორც BBC იუწყება, ბრიტანეთის მთავრობა დაჟინებით მოუწოდებს დამსაქმებლებს „ხელი აიღონ იაფ მუშახელზე“ ევროპიდან და დარჩენილ თანამშრომლებში და განვითარებად ავტომატიზებულ ტექნოლოგიაში დააბანდონ ინვესტიცია. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის და ვროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ბრიტანეთში შემოდიან, თანაბარად […]

admin19.02.2020

დიდ ბრიტანეთს მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს

დიდ ბრიტანეთს მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი წვიმა. ქარის სიჩქარე ზოგან 90 მილ/სთ-ს (146 კმ/სთ) შეადგენს. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია შენობები. BBC-ის ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დატბორილია ქუჩები და სახლები. ათეულობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშა დარჩენილი. ავიახაზებმა ასეულობით ფრენა გააუქმეს, რამდენიმე სარკინიგზო კომპანიამ კი დაჟინებით მოუწოდა მგზავრებს მოგზაურობისაგან თავშეკავებისკენ. საზღვაო სატრანსპორტო […]

admin10.02.2020

ქარიშხალი „კიარა“: დიდ ბრიტანეთში ათეულობით შიდა და საერთაშორისო ავიარეისი გაუქმდა

ქარიშხალ „კიარას“ მოახლოების გამო დიდ ბრიტანეთში ავიახაზებმა ათეულობით შიდა და საერთაშორისო რეისი გააუქმეს. შაბათ-კვირისთვის ამინდის გაუარესების შესახებ მწვავე გაფრთხილებები გაიცა. ქარის სიჩქარე ბრიტანეთში 80მ/სთ-ს (130კმ/სთ) მიაღწევს, ასევე მოსალოდნელია თავსხმა წვიმაც. როგორც BBC  იუწყება, რამდენიმე სარკინიგზო კომპანიამ დაჟინებით მოუწოდა მგზავრებს თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან. მატარებლები კვირას შემცირებული განრიგით და შეზღუდული სიჩქარით იმოძრავებენ. ასევე შეფერხებით იმუშავებს საბორნო გადაზიდვები. […]

admin09.02.2020

თურქეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა

33 ადამიანია დაღუპული და ათეულობით ზვავშია მოყოლილი თურქეთში მთის ფერდობზე მეორე ზვავის ჩამოწოლის შედეგად. დაახლოებით 300 მაშველი იმყოფება შემთხვევის ადგილას, ირანთან აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს, სადაც სამშაბათს ჩამოწოლილმა ზვავმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც BBC იუწყება, სავარაუდოდ 500-ზე მეტი ადამიანია სატრანსპორტო საშუალებაში მომწყვდეული იმ ტერიტორიაზე, სადაც ოთხშაბათს მეორე ზვავი ჩამოწვა. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 38 შეადგინა. […]

admin05.02.2020

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა მისი 47-წლიანი წევრობისა და რეფერენდუმზე ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ კენჭისყრიდან სამ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. ისტორიული მომენტი ქვეყანაში ზეიმით და ამავე დროს ანტი-ბრექსიტის პროტესტით აღინიშნა. პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აღთქმა დადო, რომ ქვეყანას წინ წაიყვანს. „რა თქმა უნდა არის ბევრი ისეთი ვინც სიბრაზეს გრძნობს და ასევე, რასაკვირველია არის მესამე ჯგუფი, […]

admin01.02.2020

ბორის ჯონსონი დაბალი კვალიფიკაციის მიგრანტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

დიდი  ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, “ბრექსიტის” გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, დაბალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს, იტყობინება გამოცემა „ტელეგრაფი“. ბრიტანული გაზეთის ცნობით, ჯონსონის გეგმის თანახმად, დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირებს ქვეყანაში სამუშაოდ შესვლასა და ცხოვრებაზე გარკვეული შეზღუდვები ექნებათ. გაზეთი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე პრემიერ მინისტრის თანაშემწეები მუშაობენ, დაიწყება საიმიგრაციო სისტემის ფორმირება და ჩანაცვლდება დროებითი ზომები. შინაგან […]

admin19.01.2020

რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გააკეთა. პუტინი მინისტრებს თავისი მიმართვის შემდეგ შეხვდა, რომლის ფარგლებში კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. როგორც მედვედევმა განაცხადა, შეთავაზებული ცვლილებები აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის ბალანსს შეცვლის.

admin15.01.2020

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გამო გაფიცულებს პრეზიდენტმა მაკრონმა მოუწოდა შეაჩერონ გაფიცვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრანსპორტის პროფკავშირებს თხოვნით მიმართა შეაჩერონ გაფიცვა, რომელიც შობის დღეებში ქვეყანაში სატრანსპორტო ქაოსის შექმნის საფრთხეს ქმნის. კოტ დ’ივუარში (სპილოს ძვლის სანაპირო) ვიზიტად მყოფმა მაკრონმა თქვა, რომ გაფიცულებმა „უნდა გამოაცხადონ დროებითი ზავი ოჯახების და ოჯახური ცხოვრების პატივსაცემად“. საფრნაგეთში უკვე ორი კვირაა გრძელდება გაფიცვა, რაც საპენსიო რეფორმას უკავშირდება და რამაც მთელი საფრანგეთის გასწვრივ სატრანსპორტო […]

admin24.12.2019

ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ „დღე და ღამე“ იმუშავებს, რათა ამომრჩევლების ნდობა გაამართლოს

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტიის“ „ისტორიული“ გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ „დღე და ღამე“ იმუშავებს, რათა ამომრჩევლებს მათდამი გამოცხადებული ნდობა გაუმართლოს. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ადგილის გამოცხადებაღაა დარჩენილი და „ტორებს“ თემთა პალატაში 76 ადგილით მეტი აქვთ მიღებული ვიდრე უმრავლესობისთვის არის საჭირო, ჯამში 364 სადეპუტატო მანდატი, „ლეიბორისტებს“ 203, „შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას“ (SNP) […]

admin13.12.2019