ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეიარაღებული კონფრონტაცია შეწყვიტონ
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია და მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის. „სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც მათ საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შესახებ განაცხადეს, რომელშიც ჩართული იყო მძიმე შეიარაღება. სამწუხაროა, რომ ამას მსხვერპლი მოყვა. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია, თავი შეიკავონ ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელსაც დაძაბულობის […]