ქარიშხალი „კიარა“: დიდ ბრიტანეთში ათეულობით შიდა და საერთაშორისო ავიარეისი გაუქმდა
ქარიშხალ „კიარას“ მოახლოების გამო დიდ ბრიტანეთში ავიახაზებმა ათეულობით შიდა და საერთაშორისო რეისი გააუქმეს. შაბათ-კვირისთვის ამინდის გაუარესების შესახებ მწვავე გაფრთხილებები გაიცა. ქარის სიჩქარე ბრიტანეთში 80მ/სთ-ს (130კმ/სთ) მიაღწევს, ასევე მოსალოდნელია თავსხმა წვიმაც. როგორც BBC იუწყება, რამდენიმე სარკინიგზო კომპანიამ დაჟინებით მოუწოდა მგზავრებს თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან. მატარებლები კვირას შემცირებული განრიგით და შეზღუდული სიჩქარით იმოძრავებენ. ასევე შეფერხებით იმუშავებს საბორნო გადაზიდვები. […]