რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთი-აფრიკის ონლაინ ბიზნეს ფორუმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა. „განებივრებული სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განგრენად აქცია. ამ პრობლემის დარეგულირების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა, რომელიც თითქმის 30 წელი გრძელდება“, განაცხადა ერდოღანმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ერდოღანმა […]