პუტინმა და ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკის მშენებლობა წამოიწყეს
რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის, „აკკუიუს“ მესამე ენერგობლოკის ფუნდამენტის მშენებლობის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მშენებლობა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რუსული სახელმწიფო კორპორაცია, „როსატომის“ მიერ ხორციელდება. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ეკონომიკას. „მინდა გამოვთქვა კმაყოფილება […]