შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა
შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა და ამის მიზეზი მისი კოალიციური პარტნიორის – „მწვანეთა პარტიის“ მიერ მთავრობის დატოვება და ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა გახდა. „მე ვუთხარი სპიკერს, რომ გადადგომა მსურდა“, – განუცხადა ანდერსონმა ჟურნალისტებს და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორც ერთი პარტიის მთავრობის ლიდერი. „არსებობს საკონსტიტუციო პრაქტიკა, რომ კოალიციური […]