ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ჟენევაში მოლაპარაკება გამართეს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბულობისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე მოლაპარაკებების გასამართად ჟენევაში შეხვდნენ. ბლინკენმა „კრიტიკული მომენტი“ უწოდა არსებულ ვითარებას და დასძინა, რომ აშშ და რუსეთი „არ მოელიან, რომ უთანხმოება დღეს გადაწყდეს“, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატია ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი არჩევანია. […]