საქართველო

სებ-მა მაისში რეკორდული მოცულობის წმინდა შესყიდვები განახორციელა და 632.9 მლნ აშშ დოლარი შეიძინა

admin ახლახანს

2026 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. 2026 წლის მაისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 632.9  მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი მაისის მდგომარეობით 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, მაისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 632.9 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-მაისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 1,465.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი

თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი

მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი

აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი

მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა  632.9 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 27 ივლისს გამოაქვეყნებს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.