Saturday, 14 November 2026
$ 2.59 ▼
€ 2.86 ▼
£ 3.43 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ირაკლი კობახიძე: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ ძლიერი კავშირების შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც

საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის […]

admin2 დღის წინ

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, ასევე მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა. […]

admin2 დღის წინ

ნათია თურნავა: თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება, 2027 წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება

„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური […]

admin4 დღის წინ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. […]

admin6 დღის წინ

მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა – 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 38 მილიარდ 243 მილიონი ლარის ოდენობით

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5.0 პროცენტს, მომდევნო წლებში – 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებში. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი, საშუალოდ, 8.5 […]

admin06.11.2026

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.  ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია […]

admin06.11.2026

2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.0 პროცენტით გაიზარდა, 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი 32.2 პროცენტით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.0 პროცენტით. მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით. არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის […]

admin06.11.2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდწილად სიმართლეა“, რომ ირანის ომი გახდა „რესპუბლიკელების“ შუალედურ არჩევნებში დამარცხების მიზეზი, მაგრამ არა თავად ომი, არამედ ნავთობის ფასების ზრდა იყო მთავარი მიზეზი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდწილად სიმართლეა“, რომ ირანის ომი გახდა მისი „რესპუბლიკური პარტიის“ შუალედურ არჩევნებში დამარცხების მიზეზი, მაგრამ მისი შეფასებით, არა თავად ომი, არამედ ნავთობის ფასების ზრდა იყო მთავარი მიზეზი. მანამდე, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა პირდაპირ დაასახელა ირანის ომი „რესპუბლიკელების“ წაგების მიზეზად“. აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ნავთობის ფასი ბარელზე 100 […]

admin05.11.2026

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატებმა“ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაშიც გაიმარჯვეს

ამერიკის შეერთებული შტატების 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატებმა“ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაშიც გაიმარჯვეს, რითაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილი ვადის განმავლობაში კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს. ხმების დათვლა სრულად არ არის დასრულებული, თუმცა „დემოკრატები“ რომ კონგრესის ორივე პალატაში იმარჯვებენ, ეს უკვე აშკარაა. ეს „რესპუბლიკური პარტიის“ ისტორიული მარცხია და ისეთი მასშტაბის გამარჯვება, რომელზეც „დემოკრატების“ უმეტესობა რამდენიმე თვის წინ ვერც […]

admin04.11.2026

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის  მე-11 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა გასული წლების განმავლობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენერგეტიკის სფეროში წარმატებულ პარტნიორობას და ახალი ერთობლივი ინიციატივების […]

admin30.10.2026