Sunday, 28 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.03
0.06

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეთა ალიანსმა გაიმარჯვა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო აბსოლუტური უმრავლესობა, რისთვისაც 289 მანდატია საჭირო, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა. პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი „ახალი ფრონტი“ იკავებს 182 მანდატით, მეორე ადგილზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიციაა 163 მანდატით, ხოლო მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ – […]

admin08.07.2024

თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შექმნა

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შექმნა. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. თბილისის მერიის ცნობით, უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. როგორც თბილისი მერიაში აცხადებენ, მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების […]

admin07.07.2024

გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი: „ცვლილებები დაუყოვნებლივ იწყება“

GUARDIANGE – გაერთიანებული სამეფოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებული „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. მან თქვა, რომ სულ ახლახან მიიღო მეფის შეთავაზება მომავალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. „ცვლილებები დაუყოვნებლივ იწყება“, – განაცხადა სტარმერმა პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წარმოთქმული სიტყვით გამოსვლისას. მან მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, რიში სუნაკს და აღნიშნა მისი, როგორც ამ ქვეყნის […]

admin05.07.2024

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტებმა“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს

GUARDIANGE – ეგზიტპოლის თანახმად, „ლეიბორისტებმა“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს დიდ ბრიტანეთში 4 ივლისს გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გახდება. მოსალოდნელია, რომ „ლეიბორისტები“ 410 მანდატს მოიპოვებენ, „კონსერვატორები“ კი 131 ადგილს, რაც „კონსერვატიული პარტიის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. ჰოლბორნსა და სეინტ პანკრასში თავისი ადგილის მოპოვების შემდეგ, სტარმერმა თქვა,  რომ „ცვლილება […]

admin05.07.2024

ბაიდენი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარს არ იტყვის და ბოლომდე იბრძოლებს

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 3 ივლისს „დემოკრატების“ მაღალჩინოსნების და საარჩევნო კამპანიის თანამშრომლების დამშვიდებას შეეცადა, დონალდ ტრამპთან გასულ კვირას გამართული კატასტროფული დებატების შემდეგ. BBC-ის ცნობით, ბაიდენმა თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, დახურულ ვახშამზე, თავისი მომავალი განიხილა, რადგან იზრდება სპეკულაციები იმის შესახებ, შეცვლის თუ არა კამალა ჰარისი მას, როგორც „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს 2024 წლის ნოემბრის […]

admin04.07.2024

სიახლე: სოციალურ ბარათებზე პინ-კოდის ვადის გაგრძელება დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე

ლიბერთი განაგრძობს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას და მომსახურების გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ახალი სერვისი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, პინ-კოდის ვადის დისტანციურად, ბანკში ვიზიტის გარეშე გაგრძელების სერვისია.  სოციალური ტიპის ბარათზე პინ-კოდის ვადის გაგრძელების ფუნქცია ID ბარათის ან ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირებისთვის არის ხელმისაწვდომი და საჭიროა მხოლოდ ვიდეო კამერით აღჭურვილი ნებისმიერი სმარტფონი ან კომპიუტერი.  „მოხარული ვართ, რომ […]

admin04.07.2024

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო – გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 147-ე საჯარო სკოლას ეწვია და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. მინისტრმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი მიაღწევს სასურველ შედეგს და სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებს. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოში არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში უზრუნველყოფილია მშვიდი და […]

admin03.07.2024

2024 წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.2 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ – -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის […]

admin03.07.2024

სუ-25-ის კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი – თავდაცვის სამინისტრო

მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25-ის კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, მწუხარებას გამოთქვამს […]

admin02.07.2024

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპს სისხლისსამართლებრივი დევნისაგან გარკვეული იმუნიტეტი იცავს

GUARDIANGE – აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და სხვა ყოფილი პრეზიდენტები ნაწილობრივ იმუნიტეტს ფლობენ სისხლისსამართლებრივი დევნისგან, რაც „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტობის კანდიდატის მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა. როგორც BBC იუწყება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდება, რომელიც ტრამპს 2020 წლის არჩევნების ჩაშლის მიზნით შეთქმულებაში ადანაშაულებს, სრულად არ გაუქმებულა, თუმცა მის წინააღმდეგ არსებული საქმიდან საკვანძო ელემენტები მოიხსნა. ექვსმა მოსამართლემ დაადგინა, რომ პრეზიდენტს […]

admin02.07.2024