Thursday, 01 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.96 ▲
£ 3.46 ▲
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი კონსულტაციები გრძელდება

საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორი ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საკითხებში, დოქტორი ტიფანი პეტროსი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის სამწლიანი გეგმის განხილვა იყო. დოკუმენტის გადახედვის შედეგად მხარეებმა 2018-2020 წლების პრიორიტეტული მიმართულებები უნდა განსაზღვრონ. საქართველოს თავდაცვის […]

admin06.03.2018

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სპეციალურ დავალებათა ელჩებს შეხვდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ფხენიანში ჩასულ მაღალი რანგის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა. როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ რაც 2011 წელს ახალგაზრდა ლიდერმა ძალაუფლება აიღო ხელში, სეულიდან ჩასულ ოფიციალურ პირებს კიმი პირველად შეხვდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა დელეგაციის ფხენიანში ჩასვლიდან მალევე დაადასტურა მისი წევრების კიმ ჩენ ინთან შეხვედრა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების10-კაციანი ჯგუფი ფხენიანში […]

admin06.03.2018

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გარდაბანში მცხოვრებ 76 წლის ნათელა მეტრეველს დამდეგი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გარდაბანში მცხოვრებ 76 წლის ნათელა მეტრეველს დამდეგი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გრიგოლ ნემსაძე სოციალურად დაუცველ ასაკოვან ქალბატონს გაესაუბრა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ ნათელა მეტრეველი განსაკუთრებული საჭიროების მქონეა და რამდენიმე ათეული წელია მარტო ცხოვრობს. ქვემო ქართლის გუბერნატორი დედისა და ქალთა დღის მისალოცად ეტაპობრივად რეგიონის ყველა […]

admin06.03.2018

ირაკლი კობახიძე: „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მიზანთან, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“

„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მიზანთან, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მან თქვა, რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა – ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იწყება. მისი თქმით, მმართველობის სისტემის ბოლომდე გამართვას რამდენიმე ძირითადი პირობის შესრულება სჭირდება და მათ შორის, ერთ-ერთი პირობა უკვე […]

admin05.03.2018

„ოსკარის“ მთავარი პრიზი გილმერო დელ ტოროს ფილმმა მოიპოვა

მექსიკელი რეჟისორის, გილმერო დელ ტოროს ფილმმა „წყლის ფორმა“ „წლის საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში კინოაკადემია „ოსკარის“ 90-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე მთავარი პრიზი მოიპოვა. „წყლის ფორმა“ – ეს არის ისტორია სიყვარულზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალსა და ამფიბია მონსტრს შორის, რომელიც საიდუმლო ამერიკულ ლაბორატორიაში არის გამოზრდილი. მოქმედება 1960-იან წლებში ხდება. ნომინაციების რაოდენობით კინოსურათი ლიდერი გახდა. მას 13 კატეგორიაში მიენიჭა პრიზები. […]

admin05.03.2018

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში იყოს გადმოსვენებული ოჯახში

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ ოჯახში“, და „უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს“. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა „უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ამ უბედურებამ კიდევ […]

admin04.03.2018

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს სთხოვს გამოიყენოს მაღალი ავტორიტეტი, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილს, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა. „მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ, ქალაქ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით. ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და […]

admin03.03.2018

გარდაბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორმა ჯემალ დავითაძემ საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მერიის საკონფერენციო დარბაზში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორმა ჯემალ დავითაძემ საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლებს მომავალში განსახორციელებელი გეგმები გააცნეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი საბავშვო ბაღებში წითელა, წითურა, ყბაყურას ვაქცინაციის პრევენცია გახლდათ. როგორც საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელების ვაქცინაციას აკონტროლებენ და მშობლებს […]

admin02.03.2018

პრემიერ მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო

გიორგი კვირიკაშვილი თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს. სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად“, ნათქვამია […]

admin28.02.2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მე-3 ეტაპი დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპი დასრულდა. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე დაესწრნენ. პირად შემადგენლობას სიტყვით აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა […]

admin28.02.2018