Thursday, 01 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.96 ▲
£ 3.46 ▲
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დაშავებულები გუდაურიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოჰყავთ

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად დაშავებული ის ადამიანები, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, თბილისში ვერტმფრენით გადმოჰყავთ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი 2″-ს განუცხადა, ამ წუთებში დაშავებულების დასახმარებლად მაქსიმალური მობილიზაციაა გამოცხადებული. „ერთი ვერტმფრენი უკვე დაჯდა გუდაურში და მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. ახლა ველოდებით მეორე ვერტმფრენს…. რა თქმა […]

admin16.03.2018

იენს სტოლტენბერგი: მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე. როგორც სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ელოდება, რომ ალიანსის ივლისის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღინიშნება. „ველი, რომ ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი აღიარებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელების გზაზე მიაღწია და იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც საქართველოს […]

admin15.03.2018

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი განაცხადა აეხსნა თუ როგორ იქნა გამოყენებული რუსული წარმოების ქიმიური ნივთიერება ყოფილ ჯაშუშზე სოლსბურიში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ. მეის თქმით, დიპლომატები, რომლებსაც ბრიტანეთის დასატოვებლად ერთი კვირა აქვთ მიცემული, იდენტიფიცირებული არიან, როგორც „ფარული სადაზვერვო ოფიცრები“. როგორც BBC იუწყება, მან ასევე გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა […]

admin14.03.2018

რექს ტილერსონმა რუსეთის „საგანგაშო ქცევისა და ქმედებების“ შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა

თანამდებობიდან დათხოვნილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა რუსეთის „საგანგაშო ქცევისა და ქმედებების“ შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტილერსონმა თქვა, რომ კარგი სამუშაო იქნა ჩატარებული იმისათვის, რომ უკეთესი ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო ჩინეთთან და შეკავებულიყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღების პროგრამა, მაგრამ დაამატა: „კიდევ ბევრი სამუშაო რჩება იმ მხრივ, რომ პასუხი გაეცეს რუსეთის მთავრობის საგანგაშო ქცევას და […]

admin14.03.2018

76 წლის ასაკში ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში საქვეყნოდ ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ფიზიკოსის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ დღეს ჩვენი საყვარელი მამა გარდაიცვალა“, ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 22 წლის ასაკში ჰოკინგს გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი დაუდგინეს და მაშინ ექიმები მიიჩნევდნენ, რომ იგი მხოლოდ რამდენიმე წელი თუ იცოცხლებდა, თუმცა მედიკოსების პროგნოზი არ გამართლდა. […]

admin14.03.2018

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრებმა ბაქოში პირისპირ შეხვედრა გამართეს

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა. საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, არტურ რასიზადემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, განაგრძოს ძალისხმევა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. „საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია […]

admin13.03.2018

ილჰამ ალიევი: საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას და ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს. „პატივცემულო პრემიერ მინისტრო, კეთილი […]

admin12.03.2018

უკრაინა და საქართველო არ არიან მზად NATO-ში შესასვლელად

უკრაინა და საქართველო არ არიან მზად ნატოში შესასვლელად, განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, ელჩმა კურტ ვოლკერმა, უკრაინული ახალი ამბების სააგენტო „უნიანს“ ბრიუსელში. „მათ [უკრაინელებს და ქართველებს] ბევრი მუშაობა ესაჭიროებათ, და ახლა ამ ორ ქვეყანას კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი“, თქვა მან. ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც წლების წინათ აშშ-ის ელჩი იყო ნატოში, აღნიშნა, რომ […]

admin11.03.2018

ლევან იზორიას ილჰამ ალიევთან შეხვედრისას საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოიხატა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აუდიენცია აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან მოეწყო. პირისპირ საუბარი მინისტრებმა გაფართოებულ ფორმატში […]

admin10.03.2018

დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინის წერილი გადასცეს, რომელშიც იგი ტრამპთან შეხვედრის სურვილს გამოხატავს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი თანახმაა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოხატა, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა. როგორც BBC იუწყება, შოკისმომგვრელი განცხადება ვაშინგტონში გაკეთდა სამხრეთ კორეის მაღალი რანგის ოფიციალური პირის მიერ, რომელმაც ტრამპს თეთთრ სახლში შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილი გადასცა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩევლის, ჩონ იი იენის განცხადებით, რომელიც კვირის დასაწყისში ფხენიანში […]

admin09.03.2018