Thursday, 01 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.96 ▲
£ 3.46 ▲
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

8 მარტს ქალთა დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სართიჭალის ფილიალის ორგანიზებითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ამავე ფილიალთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ათინათის” კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი მოადგილესთან რევაზ ეგაძესთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან ავთანდილ ჯანხოთელთან, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის დირექტორთან ლელა ბენდელიანთან და სოფელ […]

admin08.03.2018

დონალდ ტუსკმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის საიმედო პარტნიორს

საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთეს. დონალდ ტუსკმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის საიმედო პარტნიორს და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ წარმატებებს. საქართველოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ხელისუფლების სწრაფ და ეფექტიან ძალისხმევას, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით დარეგულირდეს. „ჩემთვის ყოველთვის დიდი […]

admin08.03.2018

NATO-მ გააფრთხილა თურქეთი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, С-400 „ტრიუმფის“ შეძენის სახიფათო შედეგების შესახებ

თურქეთის მხრიდან რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, С-400 „ტრიუმფის“ შეძენა ნატოში სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს, წერს გამოცემა Breaking Defence-ი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეზე, პიტერ პოლზე დაყრდნობით. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლის თქმით, С-400 ნატოს ტექნოლოგიებთან შეუსაბამოა, ამიტომ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა გამოყენებული იქნება ცალკე, ალიანსის ერთიან საჰაერო თავდაცვით სისტემაში ინტეგრირების გარეშე. თუმცა კი ძირითადი პრობლემა, როგორც ეს პოლმა აღნიშნა, ოპერატიულ ინფორმაციაში […]

admin08.03.2018

საქართველო სერბეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას აფორმებს

სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას. „შეხვედრაზე […]

admin07.03.2018

პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გარი კონმა თანამდებობა დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველი გარი კონი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ კონი, თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერი, განაწყენებული იყო ტრამპის გეგმების გამო, რაც ალუმინისა და ფოლადის იმპორტებზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონი ამბობს: „დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის“. კონის თანამდებობიდან წასვლა ტრამპის […]

admin07.03.2018

ანატოლი ბიბილოვი არჩილ ტატუნაშვილზე: იგივე საქართველოში, ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არ აპირებენ. ბიბილოვმა ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯოდმარეებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზებულია“. „კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში – […]

admin07.03.2018

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის რანგში, საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრაში მონაწილეობს. ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას ასევე უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. ამერიკული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი […]

admin07.03.2018

გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს, პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა. შეხვედრისას, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საუბარი რუსეთის ქმედებებს, მის მილიტარისტულ პოლიტიკას და აქედან მომდინარე საფრთხეებს შეეხო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული უსაფრთხოება საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია. გაზრდილი მილიტარისტული […]

admin06.03.2018

გიორგი გახარია: უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ტექნიკური მისია და შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი. ​„შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი, ეს გახლავთ ტექნიკური მისია. იქნება ტექნიკური შეხვედრა, სადაც შსს-ში, როგორც სხვა უწყებებში, საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა […]

admin06.03.2018

გერმანიის საელჩო: გერმანია რამდენიმე წლით შენგენის მთლიან ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დღეს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელს, კრისტიან კლოსს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულს ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩ ანეტ გიუნთერს შეხვდებიან. „გერმანიამ, როგორც ათეული წლების მანძილზე საქართველოს მჭიდრო პარტნიორმა და მეგობარმა, 2017 წლის მარტში მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის. 200 ათასზე მეტმა […]

admin06.03.2018