დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილ უცხოურ ენერგეტიკულ კომპანიებთან საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხები განიხილა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიების „Nord Pool AS“-ისა და „Bluberries GmbH“-ის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის არსებულ ვითარებასა და მისი განვითარების ძირითად მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ევროპულ კომპანიებს გააჩნიათ ევროპის ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზრის მართვის დიდი გამოცდილება, ამდენად, მათი […]