Tuesday, 09 June 2026
$ 2.66
3.07
£ 3.55
0.04
0.06

პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გარი კონმა თანამდებობა დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველი გარი კონი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ კონი, თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერი, განაწყენებული იყო ტრამპის გეგმების გამო, რაც ალუმინისა და ფოლადის იმპორტებზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონი ამბობს: „დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის“. კონის თანამდებობიდან წასვლა ტრამპის […]

admin07.03.2018

ანატოლი ბიბილოვი არჩილ ტატუნაშვილზე: იგივე საქართველოში, ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არ აპირებენ. ბიბილოვმა ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯოდმარეებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზებულია“. „კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში – […]

admin07.03.2018

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის რანგში, საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრაში მონაწილეობს. ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას ასევე უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. ამერიკული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი […]

admin07.03.2018

გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს, პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა. შეხვედრისას, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საუბარი რუსეთის ქმედებებს, მის მილიტარისტულ პოლიტიკას და აქედან მომდინარე საფრთხეებს შეეხო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული უსაფრთხოება საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია. გაზრდილი მილიტარისტული […]

admin06.03.2018

გიორგი გახარია: უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ტექნიკური მისია და შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი. ​„შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი, ეს გახლავთ ტექნიკური მისია. იქნება ტექნიკური შეხვედრა, სადაც შსს-ში, როგორც სხვა უწყებებში, საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა […]

admin06.03.2018

გერმანიის საელჩო: გერმანია რამდენიმე წლით შენგენის მთლიან ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დღეს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელს, კრისტიან კლოსს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულს ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩ ანეტ გიუნთერს შეხვდებიან. „გერმანიამ, როგორც ათეული წლების მანძილზე საქართველოს მჭიდრო პარტნიორმა და მეგობარმა, 2017 წლის მარტში მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის. 200 ათასზე მეტმა […]

admin06.03.2018

აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი კონსულტაციები გრძელდება

საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორი ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საკითხებში, დოქტორი ტიფანი პეტროსი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის სამწლიანი გეგმის განხილვა იყო. დოკუმენტის გადახედვის შედეგად მხარეებმა 2018-2020 წლების პრიორიტეტული მიმართულებები უნდა განსაზღვრონ. საქართველოს თავდაცვის […]

admin06.03.2018

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სპეციალურ დავალებათა ელჩებს შეხვდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ფხენიანში ჩასულ მაღალი რანგის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა. როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ რაც 2011 წელს ახალგაზრდა ლიდერმა ძალაუფლება აიღო ხელში, სეულიდან ჩასულ ოფიციალურ პირებს კიმი პირველად შეხვდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა დელეგაციის ფხენიანში ჩასვლიდან მალევე დაადასტურა მისი წევრების კიმ ჩენ ინთან შეხვედრა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების10-კაციანი ჯგუფი ფხენიანში […]

admin06.03.2018

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გარდაბანში მცხოვრებ 76 წლის ნათელა მეტრეველს დამდეგი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გარდაბანში მცხოვრებ 76 წლის ნათელა მეტრეველს დამდეგი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გრიგოლ ნემსაძე სოციალურად დაუცველ ასაკოვან ქალბატონს გაესაუბრა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ ნათელა მეტრეველი განსაკუთრებული საჭიროების მქონეა და რამდენიმე ათეული წელია მარტო ცხოვრობს. ქვემო ქართლის გუბერნატორი დედისა და ქალთა დღის მისალოცად ეტაპობრივად რეგიონის ყველა […]

admin06.03.2018

ირაკლი კობახიძე: „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მიზანთან, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“

„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მიზანთან, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მან თქვა, რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა – ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იწყება. მისი თქმით, მმართველობის სისტემის ბოლომდე გამართვას რამდენიმე ძირითადი პირობის შესრულება სჭირდება და მათ შორის, ერთ-ერთი პირობა უკვე […]

admin05.03.2018