პატრიარქი ილია მეორე: „არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ, როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელსა – განსაცდელი, ეს არის გზა სასუფეველში“
სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის აღვლენის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა ბრძანა, რომ უფალი „ხედავდა, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა: ჯვარს აცვი ეგეო“. მისი თქმით, განსაცდელს ადამიანებს ღმერთი უგზავნის და „ეს არის გზა სასუფეველში“. „გილოცავთ ამ დიდებულ […]