საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ მინისტრს შეხვდა
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთოებების განვითარება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ მინისტრთან დუბაიში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, დელეგაციასთან ერთად, პრემიერ მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას […]