ეუთო-ში აშშ-ის მისია: აშშ მიესალმება საქართველოს მიერ მიღებულ შეთავაზებების პაკეტს, რომლის მიზანია აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება
იტალიის თავმჯდომარეობის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა. მან ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყანას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი […]