Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

100 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა

GUARDIANGE – ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა პატივი მიაგეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ნობელის პრემიის ლაურეატს, ჯიმი კარტერს, რომელიც 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარტერი, რომელმაც აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტებს შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა, 29 დეკემბერს, თავის სახლში, პლეინსში, ჯორჯიაში, გარდაიცვალა. ბაიდენმა მას „პრინციპების, რწმენისა და თავმდაბლობის“ განსახიერება უწოდა, ხოლო ტრამპმა თქვა, რომ ყველა ამერიკელს კარტერის მიმართ […]

admin30.12.2024

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა ინაუგურაციაზე

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სხვადასხვა კონფესიის წინამძღოლებს, გენერლებს, სამხედროებს, პოლიციელებს. მივესალმები მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მივესალმები სრულიად საქართველოს, მათ შორის, განსაკუთრებული სიყვარულითა და მონატრებით მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. […]

admin29.12.2024

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სახაზინო დეპარტამენტის განკარგულების მიხედვით, „შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აკონტროლებს თუ არა იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50 […]

admin27.12.2024

ანჯეი დუდა: ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს… ახალი არჩევნები, ეუთო-ს რეკომენდაციების შესაბამისად, არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან

ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ახალი არჩევნები ეუთო-ს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. დავარწმუნე ქალბატონი პრეზიდენტი ჩემს მტკიცე მხარდაჭერაში მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. ქართველ ხალხს აქვს ხელშეუვალი უფლება, იაროს გაერთიანებული ევროპისკენ. ახალი […]

admin24.12.2024

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს შეაჩერებს „ტრანსგენდერულ სიგიჟეს“ და ასევე, დაიწყებს ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უმსხვილეს ოპერაციას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში მეორე ვადით მუშაობის შედგომიდან პირველივე დღეს შეერთებული შტატების ისტორიაში ამ დრომდე არნახული მასშტაბის დეპორტაციის შესახებ აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებთან პირველ შეხვედრაზე, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში განაცხადა. „ოვალურ კაბინეტში შესვლიდან პირველივე დღეს, ხელს მოვაწერ მთელ რიგ ისტორიულ განკარგულებებს, რათა დავხურო ჩვენი საზღვარი არალეგალი […]

admin23.12.2024

პრემიერ-მინისტრმა ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

admin20.12.2024

აშშ ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციებს მაგნიტსკის სანქციების გლობალური პროგრამის ფარგლებში უწესებს

სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის ქართველი სამართალდამცველების, უსაფრთხოების სისტემის წარმომადგენლებისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესდათ მაგნიტსკის სანქციების […]

admin20.12.2024

ევროპული საბჭო: ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას გაწევრიანების მიმართულებით, ხელისუფლების მიერ დღევანდელი კურსის შეცვლის შემთხვევაში

ევროპული საბჭო ლიდერების სამიტის შედეგებს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი და  გამოთქმულია წუხილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. ამავე დროს, გამოხატულია ევროკავშირის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ თავისი დღევანდელი მოქმედებების კურსის შეცვლის შემთხვევაში. სამიტის პირველი დღის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, […]

admin20.12.2024

გაერთიანებულმა სამეფომ ვახტანგ გომელაურს და შსს-ს სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყების სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ ქართველ მაღალჩინოსანთა სიაში მოხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. „ეს პირები პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. […]

admin19.12.2024

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 112.7 მილლიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 010.9 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 7.9 პროცენტითთ, ხოლო იმპორტი 15 101.7 მილიონი აშშ დოლარს, ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა. […]

admin19.12.2024