Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა გახსნეს, საგარეო პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო […]

admin17.01.2025

გაერო-ს ანგარიშით, საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილზეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშები და პროგნოზები წარმოადგინეს. გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო რეალური ეკონომიკური ზრდით 2024 წელს მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე. მათივე მონაცემებით, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6%-ის დონემდე უმჯობესდება. ამ ტემპით საქართველო მთელს […]

admin17.01.2025

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დრამატული დაპირისპირების შემდეგ დააკავეს

GUARDIANGE – სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დააკავა პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი, რომელსაც ბრალად ედება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის უკანონოდ დაწესების მცდელობა. იუნი ახლა კორუფციის საგამოძიებო ოფისში (CIO) იმყოფება.  მან თქვა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანონო გამოძიებაა“, დათანხმდა დაკითხვას, რათა „თავიდან აიცილოს სისხლისღვრა“. ანტიკორუფციული სააგენტო იუნს ამბოხების ბრალდებით დაკითხავს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა, უშიშროების […]

admin15.01.2025

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 429.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.0 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 7.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 868.7 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 8.1 პროცენტი შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა […]

admin13.01.2025

ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში: ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას

ველოდები მსოფლიოში რუკების ხელახლა დახატვას, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. მაიკ უოლცის თქმით, მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკაში გრენლანდიის საკითხი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. „არის რუსეთი, რომელიც ცდილობს, გახდეს არქტიკის მეფე 60-ზე მეტი ყინულმჭრელით, ზოგიერთი მათგანი ატომურ ენერგიაზე მუშაობს. იცით, ჩვენ რამდენი გვყავს? […]

admin11.01.2025

ლოს ანჯელესში ტყის ხანძარი უკვე „ჰოლივუდ ჰილსში“ გავრცელდა და ღირშესანიშნაობებს ემუქრება

GUARDIANGE – მინიმუმ ხუთ ადგილას მძვინვარებს ამჟამად ტყის ხანძარი ლოს ანჯელესში და მის მეზობელ ვენტურის ოლქში და ყველა მათგანი, გარდა ერთისა, სრულიად უკონტროლოა. 5 ადამიანი დაიღუპა და 137 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ლოს ანჯელესის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ტყის ხანძრის შედეგად. BBC-ის ცნობით, სრული ქაოსია ჰოლივუდში, სადაც ქუჩები ჩახერგილია და სქელი კვამლის საბურველში გახვეული ადამიანები […]

admin09.01.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $324 მილიონით გაიზარდა

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განმარტებით, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა გაზარდოს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები. „საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია. დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებში […]

admin08.01.2025

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული […]

admin08.01.2025

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 25.3 მლრდ აშშ დოლარი (69.1 მლრდ ლარი) შეადგინა

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით […]

admin31.12.2024

2024 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა […]

admin31.12.2024