Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 28,6 მილიონი დოლარით შეავსო

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. დეკემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 28.6 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მლრდ. დოლარს შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა […]

admin27.01.2025

ტრამპმა შეაჩერა ტარიფების დაწესება კოლუმბიაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გუსტავო პეტრო აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების ფრენების შეზღუდვების გარეშე მიღებას დათანხმდა

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატები არ გააგრძელებს ტარიფების დაწესებას კოლუმბიაზე, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დათანხმდა დეპორტირებული მიგრანტების შეზღუდვების გარეშე მიღებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. დონალდ ტრამპმა 25%-იანი ტარიფები დააწესა ყველა კოლუმბიურ საქონელზე მას შემდეგ, რაც კოლუმბიის პრეზიდენტმა ორ ამერიკულ სამხედრო ავიახომალდს, რომელსაც აშშ-დან კოლუმბიაში დეპორტირებული პირები გადაჰყავდა, კვირას, 26 იანვარს, ქვეყანის აეროპორტებში დაშვების […]

admin27.01.2025

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, მან ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა 2,02% მიიღო, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ – 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა. ბელარუსში 26 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 […]

admin27.01.2025

დონალდ ტრამპმა ჯონ და რობერტ კენედებისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობების დოკუმენტებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნის ბრძანება გამოსცა

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურ პირებს დავალება მისცა აშშ-ის ისტორიაში სამ ყველაზე გახმაურებულ, ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებულ მკვლელობებთან დაკავშირებით დოკუმენტებს გრიფით საიდუმლო სტატუსი მოეხსნას. საქმე ეხება პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, სენატორ რობერტ კენედისა და ცნობილი სამოქალაქო უფლებების დამცველის, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობებს. ბრძანება ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს აძლევს მითითებას, რომ 15 დღის ვადაში წარადგინონ […]

admin24.01.2025

ირაკლი კობახიძე: როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს

იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის, რეალურად, განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი […]

admin23.01.2025

ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 10 პროცენტს გადააჭარბოს

აბსოლუტურად რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 10 პროცენტს გადააჭარბოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა იზრდება და გასული წელს 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. „ეკონომიკა იზრდება, ჩვენ ძალიან დადებითი მაჩვენებლით დავასრულეთ გასული წელი 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ სულ მცირე გავიმეორებთ იგივე […]

admin23.01.2025

ირაკლი კობახიძე: ახალი აეროპორტის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ დაიწყება 2026 წლის აპრილში, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულებაც არის აბსოლუტურად რეალური

ახალი აეროპორტის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ დაიწყება 2026 წლის აპრილში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება 2028 წლის ბოლომდე არის აბსოლუტურად რეალური. „ახალი სტადიონის სავარაუდო ლოკაციებს ვერ დაგიკონკრეტებთ, დაახლოებით მიმართულებები შემიძლია გითხრათ, ეს არის აეროპორტის მიმართულება, ასევე ეს არის რუსთავის მიმართულება. ამ ორი მიმართულებით […]

admin23.01.2025

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპოვებინა, ქვეყანა სამუდამოდ დაიკარგებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპოვებინა, ქვეყანა სამუდამოდ დაიკარგებოდა. „შესაძლებელი იყო, ბევრი რამ გაკეთებულიყო, ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა. არ გვექნებოდა ინფლაცია, არ იქნებოდა ავღანეთის კატასტროფა, არ იქნებოდა 7 ოქტომბრის ისრაელის ამბავი, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, არ იქნებოდა უკრაინის ომი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპის თქმით, თანამდებობაზე […]

admin23.01.2025

[ვიდეო] დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ფიცის დადების შემდეგ

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ფიცის დადების შემდეგ. დონალ ტრამპი ამერიკელებს “ახალ ოქროს ხანას” დაჰპირდა. მან თქვა, რომ მისი მმართველობისას ქვეყანა აყვავდება და იქნება პატივსაცემი. „ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა, დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიქნებით ყველა ერის შურის ობიექტი და აღარ დავუშვებთ, რომ ვინმემ ბოროტად გამოგვიყენოს. […]

admin20.01.2025

ეროვნული ბანკი: საქართველოში ორი წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე 3%-ზე ქვემოთ ნარჩუნდება

საქართველოში 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. დაბალი და სტაბილური ინფლაცია მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, აღნიშნული კი, თავის მხრივ, მიმდინარე გაურკვევლობის პირობებში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. „ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნება, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა სწორმა/ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია და დეკემბრის […]

admin17.01.2025