Sunday, 28 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.03
0.06

ბიძინა ივანიშვილი: მივმართავ საზოგადოებას, მოვიდნენ არჩევნებზე, ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც ქართველ ხალხს მოგემსახურებათ, ან აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საარჩევნო უბანზე ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს მარტივია არჩევანი უცხო ქვეყნის აგენტურასა და იმ მთავრობას შორის, რომელიც ქართველ ხალხს მოემსახურება. მისივე თქმით, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთავოთ კრიმინილისაგან და ხარისხობრივად ახალი საზოგადოება მივიღოთ. „მინდა, მივმართო […]

admin26.10.2024

კახა კალაძე: არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება

დედაქალაქის მერმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა. კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე N41 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. „დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს, ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორ არასდროს, სჭირდება მშვიდობა, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც ეს შეუძლია, არის […]

admin26.10.2024

სალომე ზურაბიშვილი: ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ. „მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, […]

admin26.10.2024

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი

ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია უნდა შეეგუოს და აღიაროს ცესკოს შედეგები. „მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ შეეგუოს და აღიაროს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების […]

admin26.10.2024

ცესკო: კენჭისყრის დასრულებიდან 1-დან 2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს

დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის […]

admin26.10.2024

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე. „ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ასევე […]

admin26.10.2024

საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა დაამტკიცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრა. საქართველოს მთავრობის N361 დადგენილების თანახმად, რომელიც 2024 წლის 23 ოქტომბერს გამოიცა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, დაზუსტდა ის სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულით დასჯადია. სტრატეგიულ და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაშია პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციული შენობები, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების […]

admin25.10.2024

შარლ მიშელი: ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ განვითარებადი ქვეყნებისთვის

ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Financial Times-ს განუცხადა, ევროკავშირმა უნდა გამოავლინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციამ ხელი მოაწერა სტრატეგიულ, სავაჭრო ან პოლიტიკურ თანამშრომლობის შეთანხმებებს, თუკი მას სურს […]

admin25.10.2024

ცესკო-ს თავმჯდომარემ  26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება. არჩევნების მოდერნიზება […]

admin25.10.2024

საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ახალ სერვისს – „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის – „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო. „გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება – მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ; ასევე, „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც. უძრავი ქონების ტრანზაქციებში […]

admin25.10.2024