Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

შალვა პაპუაშვილი: USAID-მა, საქართველო-აშშ-ს მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა სამწუხარო შეცდომები

როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა. ამერიკელმა მილიარდერმა გააზიარა USAID-ის შესახებ მაიკ ბენცის პოსტი და ვიდეო, რომელშიც თბილისის აქციების კადრებიც არის ნაჩვენები. პაპუაშვილი ამბობს, […]

admin03.02.2025

დონალდ ტრამპი: USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ, შემდეგ კი, მივიღებთ გადაწყვეტილებას

USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ვრცელდება ინფორმაცია აღნიშნული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადასვლაზე. ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს. „USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ, შემდეგ კი, მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ტრამპმა. უფრო […]

admin03.02.2025

აშშ-ის ყოფილ სენატორს, ბობ მენენდესს კორუფციის საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

აშშ-ის ყოფილ სენატორს, ბობ მენენდესს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მენენდესის დანაშაულს პროკურორები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თავხედურ კორუფციულ სქემას უწოდებდნენ. როგორც სასამართლომ დაადგინა, მან ქრთამის სახით მიიღო, 1 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით, ჩეკებით, ოქროს ზოდებით და მერსედეს-ბენცით. დიდი ხნის ნიუ ჯერსის კანონმდებელი გასულ წელს, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, რის გამოც იძულებული გახდა […]

admin30.01.2025

თეთრმა სახლმა გააუქმა ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც ფედერალურ გრანტებს და სესხებს 90 დღით აჩერებდა, თუმცა პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებები, რომლებიც უცხოურ დახმარებას 90 დღით ყინავს, კვლავ ძალაში რჩება

ოთხშაბათს, 29 იანვარს, თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისმა გააუქმა მემორანდუმი, რომელიც ფედერალურ გრანტებს და სესხებს 90 დღით აჩერებდა. „მემორანდუმი M-25-13 გაუქმებულია. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებების განხორციელების შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენი სააგენტოს გენერალურ მრჩეველს“, – ნათქვამია CNN–ის მიერ მოპოვებულ ახალ მემორანდუმში. როგორც CNN წერს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი მედიას ადანაშაულებდა ამ აღამსრულებელი ბრძანებების […]

admin30.01.2025

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 29 იანვრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. 2024 წლის დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.9%-ით გაიზარდა. ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ეროვნული […]

admin29.01.2025

ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფედერალური გრანტების და სესხების გაყინვა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სამშაბათს, 28 იანვარს, დროებით დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ფედერალური დაფინანსების შეჩერება იმ ფონზე, როცა მისი ადმინისტრაცია პროგრამების საყოველთაო იდეოლოგიურ მიმოხილვას ახორციელებს იმ მიზნით, რომ განსაზღვროს, თუ რომელი პროგრამები შეიძლება დაექვემდებაროს გაგრძელებას. მოსამართლის გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობისთვის ყველაზე ქაოტური დღეა მას შემდეგ, რაც ტრამპი დაბრუნდა თეთრ სახლში. პრეზიდენტის აღმასრულებელმა განკარგულებამ გაურკვევლობა წარმოშვა გადამწყვეტად სასიცოცხლო […]

admin29.01.2025

ლევან დავითაშვილი: 6 მლრდ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისტორიული მოვლენაა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამხელა საინვესტიციო შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამხელა საინვესტიციო შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, შევთანხმდით 6 მლრდ დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აბუ-დაბიში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. მისივე თქმით, ეს არის ისტორიული მოვლენა, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას გულისხმობს. „ეს თბილისისა […]

admin27.01.2025

Emaar-ჯგუფის ინვესტიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება

უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვეატიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება. საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმება კომპანიასთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტია ფარგლებში გაფორმდა. საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე […]

admin27.01.2025

ირაკლი კობახიძე: აბუ-დაბიში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში

დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო […]

admin27.01.2025

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული […]

admin27.01.2025