როგორი იქნება სამინისტროების დაფინანსება 2025 წელს – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შესახებ იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 32,4 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1,2 მლრდ ლარით და გაზრდილი დაფინანსების […]