სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ იგი საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება
„ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა“, უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობას და პირობა მისცა მათ, რომ იგი საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება. „მე, ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. სწორედ იმიტომ, რომ დაბადებული ვარ საფრანგეთში, შეიძლება უფრო კარგად მესმის თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა. […]