სამხედრო პოლიციამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა. როგორც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა, შეიარაღებულ ძალებში მომხდარ […]