პაატა ბურჭულაძის მეუღლემ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა
ფონდ „იავნანას“ პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, ანგელა ვასილენკომ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ვასილენკო სასამართლოში 8 ოქტომბერს გამოიკითხება. ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე იყო დაბარებული. საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი […]