Monday, 31 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორისაა და მის მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში დიდად ვაფასებთ

  ნატოს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის, რომელიც ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საწვრთნელ მისიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანაა, ნატო-ს კარი ღია რჩება. „დავასრულეთ ნატო-საქართველოს კომისიის პროდუქტიული შეხვედრა. საქართველო ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორისაა და მის მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში დიდად ვაფასებთ. ავღანეთში […]

admin04.10.2018

ლევან ყიფიანმა მოყვა, როგორ სთხოვა ზაზა ოქუაშვილმა მას დახმარება „ერთობლივი მაკომპრომიტირებელი ჩანაწერების“ გაკეთებაში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ მედიას დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები ნამდვილად ავთენტურია, თუმცა აღნიშნა, რომ ის დამონტაჟებული სახითაა გავრცელებული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაიხსენა დეტალები, თუ როგორ სთხოვა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა მას დახმარება ფარული, „ერთობლივი მაკომპრომიტირებელი ჩანაწერების“ გაკეთებაში, რათა ფინანსური ვალდებულებებისაგან […]

admin03.10.2018

ლევან იზორია ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ამერიკელ კოლეგას ჯეიმს მატისს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. „ბატონმა მატისმა ბრძანა, რომ გამოიყენებს მინისტერიალის ფორმატს, რათა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული წარმატებები საჯაროდ გაცხადდეს, როგორც მაგალითი არამხოლოდ ნატოს პარტნიორი, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც“, – აღნიშნა ლევან იზორიამ. […]

admin03.10.2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას 499,675 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გამოუყო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 499,675 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გამოუყო. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტს განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის […]

admin03.10.2018

ირაკლი კობახიძე: შავი ძალა და „კაგებეშნიკი“ ვინ არის, იცის ხალხმა და ამას პასუხი ზუსტად 28 ოქტომბერს გაეცემა

„არაერთი ტყუილი მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მოვისმინეთ, ეს არის კატასტროფა. 107 ათასი დაუმალავს ირაკლი მექვაბიშვილს იმიტომ, რომ არ ყოფილა 107 ათასი გამოსაჩენი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. თქვენს შავ ფულს მიხედეთ“,- ასე უპასუხა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებებს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ეპითეტები ძალიან ცუდი რამეა“. მისი თქმით, ხალხმა იცის, ვინ […]

admin03.10.2018

აღმოსავლეთ სარდლობაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2018“ მიმდინარეობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირობით პასუხისმგებლობის რაიონში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2018“ მიმდინარეობს. სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ხელმძღვანელობს და მასში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. „ქარიშხალი 2018“-ში ძალების მიზიდვის გარეშე ჩართულია აღმოსავლეთ სარდლობაში შემავალი ყველა ქვედანაყოფის შტაბი. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბსა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებს შორის […]

admin03.10.2018

ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს”

„სალომე ზურაბიშვილი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მისთვის ნაძახები გექნებათ „მოღალატე“, „სამარცხვინო“ და ასე შემდეგ“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, შორს არის ევროპისგან. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს საარჩევნო კამპანიის შავი პიარისა და ლანძღვის გარეშე წარმართვისკენ კიდევ […]

admin03.10.2018

სალომე ზურაბიშვილის მიერ სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას „უკიდეურესად სახიფათოს” უწოდებს სალომე სამადაშვილი

„ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ, 2 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას „უკიდეურესად სახიფათოს” უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი. „სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის უკიდურესად სახიფათო არა მხოლოდ ეთნიკური შუღლის გაღვივების თვალსაზრისით, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ სამცხე-ჯავახეთში ამ რეგიონში უკვე მრავალი წელია, უკვე აქტიურად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები, რუსეთის […]

admin03.10.2018

საგამოძიებო სამსახური სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების დააკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების დააკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები […]

admin03.10.2018

პაატა ბურჭულაძის მეუღლემ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა

ფონდ „იავნანას“ პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, ანგელა ვასილენკომ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ვასილენკო სასამართლოში 8 ოქტომბერს გამოიკითხება. ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე იყო დაბარებული. საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი […]

admin03.10.2018