საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს. 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს, საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 2.4-ჯერ გაიზარდა და 546 მილიონ ლარს მიაღწია. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარზე, ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში, 11 აქტივების მმართველი კომპანია და 24 საინვესტიციო ფონდი იყო […]