„ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებით – დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, 52% გრიგოლ ვაშაძეს, 48% – სალომე ზურაბიშვილს მისცემდა ხმას
„ედისონ რისერჩი“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს. ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგი ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2″-მა გაასაჯაროვა. შეკითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა: გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 37%; მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 35%. „რუსთავი 2″-ის […]