შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ პეტრო ციგიკალს შეხვდა. ქართული უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გახარიამ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და საქართველოში უკრაინის […]