შალვა ნათელაშვილი: რა განსხვავებაა ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის? – ივანიშვილმა მოახდინა პოლიტიკისა და საქართველოს პრივატიზაცია, ხაზარაძემ 30 წელი არაადამიანური საბანკო პროცენტებით ძარცვა ჩვენი ხალხი
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ქართველ ბიზნესმენებს აკრიტიკებს. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მსხვილ ბიზნესზე „დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, არც ჰყავს და არც ეყოლება”. „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს მიაჩნია, რომ ბიზნესმენებს დარჩათ გადარჩენის ერთადერთი გზა, რომელიც ნათელაშვილის მოსაზრებით, გადარჩენის ფონდის შექმნასა და „წაღებული ფულის უკან დაბრუნებაში” მდგომარეობს. „მმართველ ოლიგარქიაში ატეხილ შინაომათან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ მსხვილ ბიზნესზე დიდი […]