საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრს შეხვდა
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, ელექტრონული სერვისები და ელექტრონული მმართველობა, ღია და გამჭვირვალე მთავრობა, ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, ბლოკჩეინის სისტემის დანერგვა ქონებრივი უფლებების დასაცავად − ქართული წარმატებული რეფორმების შედეგები თეა წულუკიანმა ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრ ლოვრო კუშჩევიჩს გააცნო. ხორვატიის დელეგაცია თბილისში სახელმწიფო მმართველობის სფეროში დანერგილი ინოვაციური სისტემების შესწავლის მიზნით იმყოფება. ხორვატიის მთავრობის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს ელექტრონული […]