პარიზში დიასპორას პრეზიდენტმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებული რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი დიასპორასთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტის აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მრავალრიცხოვნობის გამო, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. “კომპეტენტურ უწყებებთან ერთად დავიწყებთ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რაც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პარლამენტში არჩევას. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში. […]