მიხეილ სააკაშვილი: „მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა და ახალი ხალხის მოსვლა პარტიაში“
„ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში… მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება. სააკაშვილი მისთვის სასურველ ასეთ ლიდერად გრიგოლ ვაშაძეს ასახელებს და ამბობს, რომ თავად სწორედ მას დაუჭერდა […]