გარდაბანში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა
20 მარტს ქალაქ გარდაბანში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები. მსურველები ერთმანეთს ნარდსა და ცხენოსნობაში შეეჯიბრნენ. მოეწყო აზერბაიჯანული ექსპონატებისა და ადგილობრივი მხატვრის – რასიმ გასანოვის ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი ანსამბლები და შემსრულებლები, ისე მოწვეული, ქართველი და […]