კახა კალაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი, პრემიერ-მინისტრთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო. დედაქალაქის მერმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ კაცობრიობა ფაშიზმისგან სწორედ მათმა თავგანწირვამ იხსნა. „გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ამ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ომის ვეტერანებს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს თავიანთი […]