კრწანისის რაიონში მარნეულის გზატკეცილის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და სრულად მოწესრიგებული გზის მონაკვეთი შეემატა. „ფონიჭალაში, თბილისი-მარნეულის დამაკავშირებელი ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დღეს აღნიშნული ტერიტორია უკვე მთლიანად არის მოწესრიგებული. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, დაირგო ხე-მცენარეები. ამ […]