ცესკომ საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. არჩევნები 19 მაისს გაიმართება. „საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. რვავე მუნიციპალიტეტში არჩევნები ჯამში 26 […]