გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, სოფელ სართიჭალაში სასაწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობისა და შიდა გზების დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და მშენებელ კომპანიებს კონკრეტული მითითებები მისცეს. მონიტორინგის ფარგლებში, ხელმღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ […]