მამუკა ბახტაძე: ჩვენთან შემოსული ინფორმაციით, ყველგან ლიდერობენ და პირველსავე ტურში იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები, თბილისში კი სავარაუდოდ გვექნება მეორე ტური.
“მინდა, ყველას მოგილოცოთ არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე. “დღეს, ქართულმა საზოგადოებამ, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები. მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მადლობას […]