გიორგი გახარია – თბილისელებს მინდა ვუსურვო, რომ ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით სულ უფრო სწრაფად და მყარად ვიაროთ ევროპისკენ
სასიამოვნოა, როდესაც ამ უბნებში დადიხარ და ხედავ თბილისს, უაღრესად ტრადიციულ ქალაქს, თუ როგორ სწრაფად ემსგავსება ევროპას, როგორ ინახავს თავის ტრადიციებს, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიდის ევროპისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრი ორბელიანის მოედანზე თბილისობასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად დაესწრო და მოქალაქეებს თბილისობის დღესასწაული მიულოცა. „თითოეულ თბილისელს […]