თბილისში შვედეთ-საქართველოს მეგობრობის კუთხე გაიხსნა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში შვედეთის ელჩთან, ულრიკ თიდესტრომთან ერთად, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე პარკში შვედეთ-საქართველოს მეგობრობის კუთხე გახსნა და სიმბოლურად ხე-მცენარეები დარგო. პარკში ამჟამად მასშტაბური რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერი შვედეთის ელჩთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, პარკი რეაბილიტაციის შემდეგ დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე იქნება და იქვე, ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, სპორტული […]