საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს
საქართველოში NDI-ის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და NDI-ის პრეზიდენტმა დერეკ მიჩელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა NDI-ის პრეზიდენტის დროულ ვიზიტს საქართველოში, რამდენადაც, საარჩევნო კამპანია მალე აქტიურ ფაზაში შევა. საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობებისა […]