Wednesday, 24 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.04
0.06

ემილ ხაჩატურიანი: „სომეხი ეროვნების მასწავლებლებს შორის ერთ-ერთი პირველი ვიყავი წალკიდან, რომელმაც პროფესიული უნარების გამოცდა ჩავაბარე ქართულ ენაზე და ძალიან მაღალი ქულა მივიღე – 7 კრედიტი“

ემილ ხაჩატურიანმა 2000 წელს დაიწყო წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა და 2006 წელს, მას შემდეგ რაც სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები გახდნენ და დამოუკიდებელი ბიუჯეტები მიეცათ, ბუღალტრის თანამდებობაზეც დაინიშნა. ხაჩატურიანმა სომხეთში, ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რადიოტექნიკური ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ სტუდენტური ცხოვრების დასრულებით მისი გამოცდების ჩაბარების ეტაპი არ დასრულებულა, რადგან საქართველოში განათლების […]

admin15.01.2020

გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული კულტურის კვირეული გაიხსნა

კიოლნის უნივერისტეტში ქართული კულტურის კვირეული გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა ,,Georgian Stories“ , რომელზეც ამავე სახელწოდების ფოტოკონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები გამოიფინა. ქართული კულტურის კვირეული სტუდენტური გაერთიანება ,,აისის,, თავმჯდომარემ, ელენე შუბლაძემ, კიოლნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დოქტორმა ვილსბერგმა და დოქტორმა ბილდჰაუერმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გახსნეს. საქართველოს გენერალურმა კონსულმა მადლობა გადაუხადა ქართველ სტუდენტებს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. […]

admin15.01.2020

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნდნენ

მორიგი გამარჯვებით და უპრეცედენტო შედეგით დაბრუნდნენ ქართველი მოსწავლეები ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან. ასპარეზობა მიმდინარე წლის 8-12 იანვარს გაიმართა და მასში 21 ქვეყნის 84 გუნდის 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადაში თბილისის კომაროვის 199-ე, ვეკუას 42-ე და ქუთაისის რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ქართველმა მოსწავლეებმა 16 მედალი მოიპოვეს (3 ოქრო, 5 ვერცხლი […]

admin15.01.2020

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი, EBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხის ჩათვლით, მილიარდ ნახევარს მიაღწევს

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 245 მილიონი ლარია, ხოლო  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, რომელიც 270 მილიონ ლარს აღწევს, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ჯამში დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის 2020 წლის პირველ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა […]

admin15.01.2020

თეა წულუკიანმა სოფელ ჭრებალოში 75-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რიგით 75-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ რებალოში საზეიმოდ გახსნა. ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მერი დავით მხეიძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონული დირექტორის მოადგილე ვერნერ ტუტი, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) „ადგილობრივი და […]

admin14.01.2020

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობას დატოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ხაჯიმბას რეზიდენციასთან შეკრებილ რამდენიმე ასეულ ადამიანთან ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი სერგეი შამბა გამოვიდა და რაულ ხაჯიმბას მიერ გადადგომის შესახებ განცხადება წაიკითხა. ინფორმაციას ოვაციები მოჰყვა აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან საპროტესტო აქციების ფონზე […]

admin13.01.2020

რუსლან აბაშიძე: „აფხაზეთში მიმდინარე პროცესი არის იმ ოკუპაციის შედეგი, რისი მსხვერპლიც 27 წლის განმავლობაში არის აფხაზური საზოგადოება“

აფხაზეთის საზოგადოების პროტესტი არის გარკვეული გმირობა იმ კუთხით, რომ ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პირობებში ახერხებენ და აფიქსირებენ პროტესტს, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ. მისი თქმით, დღეს სოხუმში რთული ვითარებაა და ის პროცესები, რომლებიც იქ მიმდინარეობს, იმის გამოძახილი და შედეგია, რაც ბოლო 25-27 წლის განმავლობაში აფხაზეთში ხდებოდა. „ყურადღებით ვადევნებთ თვალს სოხუმში მიმდინარე პროცესებს, […]

admin12.01.2020

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა და განაცხადა, რომ ეს „ადამიანური შეცდომა“ იყო. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ყველა დამნაშავე პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს. „შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ, რაკეტის გაშვებამ, ადამიანური შეცდომის გამო, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ეს დიდი ტრაგედია და უპატიებელი შეცდომაა“ – აცხადებს ირანის […]

admin11.01.2020

ტრამპი ნატო-ში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შეყვანის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გაწევრიანების ინიციატივით გამოდის. „ამას შეიძლება, ვუწოდოთ ნატო პლუს ახლო აღმოსავლეთი (NATO+ME). ძალიან ლამაზი სახელია. სახელების შერჩევა კარგად გამომდის“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, NATO უნდა გაფართოვდეს და იქ აღმოსავლეთი უნდა მიიღონ. ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდის ინიციატივით თეთრ სახლში 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა. ამავე თემაზე […]

admin10.01.2020

ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა. „უკრაინის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. ლაინერმა კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე განიცადა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ავიალაინერმა კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე განიცადა.

admin08.01.2020