საქართველოს მთავრობა ამერიკულ ლობისტურ კომპანია StrateVarious-ს 120,000 აშშ დოლარს გადაუხდის
საქართველოს მთავრობა მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან ვიზიტებისას გამოსვლების – „თემატურად მორგებულ „სასაუბროების“ – მოსამზადებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამერიკულ ლობისტურ კომპანია StrateVarious“-ს წელიწადში 120,000 აშშ დოლარს (1 აშშ დოლარის ღირებულება 2020 წლის 19 თებერვალს 2.8631ლარს შეადგენს, ამ კურსით 120,000 აშშ დოლარი = 343,572 ლარს) გადაუხდის. […]