პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 15 საკითხიდან 13-ს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღება დახვეწს და განამტკიცებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა და საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ არსებულ გამჭვირვალობის მოთხოვნებს, დაარეგულირებს ბაზრის მანიპულაციასა და ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს და შესაბამისობაში მოიყვანს მას აღიარებულ […]