ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა: „მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“
საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა. საპატიმროსთან მას მხარდამჭერები დახვდნენ. ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს და ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და […]