საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა
ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს, სერბეთის ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 94:90 მოუგო და ორი მატჩიდან ორი გამარჯვების შემდეგ E-ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს აეროპორტში დახვდნენ და ისტორიული გამარჯვება მიულოცეს – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ. […]